მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსი
1630567761
COVID-19

აჭარაში კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს აჭარის ჯანდაცვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

20 წლის პაციენტი კლინიკაში 31 აგვისტოს მოათავსეს. ექიმების თქმით, ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მდგომარეობა მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, 1 სექტემბერს კი გარდაიცვალა,”- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციას 81 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5017 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 1 206 თბილისი, 453 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

✔️ 3212 ინფიცირება, 81 გარდაცვალება, 5017 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში