მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კოვიდინფიცირების 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმის ბულვარი
1600413060
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატრადა 4000-მე მეტი PCR ტესტი. გამოვლინდა კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პაციენტი.

„გასული ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა, 17 სექტემბერს რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა, დღეს კიდევ ველოდებით ამ ციფრის გაზრდას. კოვიდ დადებითი პაციენტების მიღება უკვე დაიწყო მეშვიდე კლინიკამ, ეს გახლავთ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებეში მობილიზებულია 500-მდე საწოლ ფონდი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.