მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაში შეზღუდვები იქნება მანამ, სანამ ეპიდემიური სურათი არ შეიცვლება“ - თამარ გაბუნია

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში
1600957757
COVID-19

დღეს, 24 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აჭარაში არსებულ ეპიდვითარებასა და დაწესებულ შეზღუდვებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, შეზღუდვები არ არის მძიმე და ამით მობილობის შემცირების საშუალება მიეცემათ.

„მობილობის შეზღუდვამ სხვა ზომებთან ერთად უნდა მოგვცეს სტაბილიზაციის ეფექტი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მობილობას შეეხება საქმე, პირველ რიგში იზღუდება ის აქტივობები, რომლებიც საზოგადოებრივ თავშეყრასა და ღონისძიებებს უკავშირდება.

„ყველაზე უმტკივნეულოა იმ ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც არ არის კავშირში დღის მანძილზე საკვებთან, წამალთან თუ სამსახურში სიარულის ხელმისაწვდომობასთან“, - დასძინა მან.

მისი თქმით, ამ ტიპის მობილობის შეზღუდვა მოგვცემს ეპიდემიის სტაბილიზაციას.

„აჭარაში შეზღუდვები იქნება მანამ, სანამ ეპიდემიური სურათი არ შეიცვლება. სულ მცირე 2 კვირიანი ციკლია საჭირო, რომ შედეგი დავინახოთ“, - დასძინა მან.

დღეს, 24 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რეგიონი კი წითელ ზონად მიიჩნევა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

ცნობისთვის, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედედება.