მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარის გარდა სხვა რეგიონებში ვირუსის ლოკალიზაციისკენ მივდივართ“ - მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია პირბადით
1600240980
COVID-19

მარინა ეზუგბაიამ დღეს, 16 სექტემბერს ტრადიციულად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაძლიერებული ტესტირების გამო ვირუსის გამოვლენა ხშირია, რაც მოსალოდნელი იყო.

„აჭარის გარდა სხვა რეგიონებში ვირუსის ლოკალიზაციისკენ მივდივართ“ - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, საგანგაშო მატება არც ერთ რეგიონში არ გვაქვს.

„თუ კი ყოველდღიურ მონაცემებს შეაჯერებთ ნახავთ, რომ ყველა რეგიონში ინფიცირების შემცირება ხდება. თუ არ მცირდება იგივე მონაცემები მაინც რჩება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, თბილისში ინფიცირების ზომიერი მატება ნარჩუნდება. ძირითადად დაავადების გავრცელება კი დაკავშირებულია აჭარასთან მოგზაურობის ისტორიით.

„ვირუსი არ არის მარტივი, ის ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. მას შედეგად ზოგ შემთხვევაში გართულებები მოჰყვება, რაც სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუმკლავდეს ამას“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, თუ შენარჩუნდება ასეთი სიტუაცია პრობლემა არ შეგვექმნება.

ინფორმაციისთვის, დღეს, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 31 ადამიანი განიკურნა.