მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრო 2020
1600965493
COVID-19

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ. არცერთი პაციენტი არ რჩება ყურადღების მიღმა. ყველას ვეხმიანებით ონლაინკლინიკის ან 112-ის საშუალებით. შეხედულებისამებრ, ხდება მათი გადამისამართება ან ონლაინკლინიკებში ან საკარანტინო სივრცეებში“, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი შემაკავებელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია და მოსახლეობამ შეზღუდვები უნდა გაითვალისიწინოს. მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლები არ დატოვონ და რეკომენდაციები დაიცვან.

„მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში, უნდა შემცირდეს მობილობა აუცილებელი საჭიროების გარდა და ეს პრობლემა მოკლე ვადაში იქნება დასრულებული“,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ინფორმაციისთვის, 25 სექტემბრიდან, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ხოლო 22:00 საათის შემდეგ რესტორნებს მუშაობის უფლება აღარ ექნებათ.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 497 პაციენტი კოვიდკლინიკებში, ხოლო 660 პირი საკარანტინო სივრცეებში რჩება.