მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი - 34 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურდა

ბოქსირებული განყოფილების უფროსი
1600931634
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფიცირების ზრდის დინამიკის მიხედვით, აჭარის რეგიონის შემდეგ ყველაზე მეტი - 24 ახალი შემთხვევა თბილისში დასტურდება.

როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 15 ახალი შემთხვა გამოვლინდა.

„დღეისთვის გვაქვს 4399 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გახლავთ 1705. კვლავ ლიდერობს აჭარა, დღეს გვაქვს 164 ახალი შემთხვევა. თბილისში შედარებით მცირე შემთხვევებია. დედაქალაქში 34 ახალი შემთხვევა დასტურდება.

იმერეთში 22 ახალი შემთხვევაა და აქედან 15 ქუთაისში გამოვლინდა, 3- წყალტუბო, თერჯოლა-საჩხერეში თითო პაციენტი, ბაღდათში გამოვლინდა 2 ახალი შემთხვევა, სამეგრელო -ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში -1, მარნეულში -1, მცხეთაშიც -1 და საზღვარგარეთიდან იმპორტირებული გახლავთ ხუთი შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული პაციენტების რაოდენობას, ენდელაძე ამბობს, რომ მათი რიცხვი 24 სექტემბრის მდგომარეობით 18-ს შეადგენს.

ექიმის ინფორმაციით, ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ“, - დასძინა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, 24 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.