მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადამიანებმა, რომელთაც კორონავირუსი დაამარცხეს, შესაძლოა ინფექციას მაინც ავრცელებდნენ

კორონავირუსის დნმ
1610718119
COVID-19

ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა  დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი  წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს. 

PHE მეცნიერებმა, რომლებმაც კვლევაზე იმუშავეს, დაასკვნეს, რომ ბუნებრივად შეძენილი იმუნიტეტი ინფექციების შედეგად უზრუნველყოფს 83% დაცვას რეინფექციისგან, იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც ადრე არ ჰქონდათ დაავადება.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები ვირუსის გადამტანებად მას შემდეგაც რჩებიან, რაც კორონავირუსს ერთხელ გადაიტანენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ გააგრძელოს წესების დაცვა და დარჩნენ სახლებში.

კვლევამ აჩვენა, რომ ანტისხეულებით დაცვა ინფექციის შემდეგ, საშუალოდ, სულ მცირე, 5 თვის განმავლობაში გრძელდება და მეცნიერები ამჟამად სწავლობენ შეიძლება თუ არა დაცვა უფრო მეტხანს. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი, ვინც პირველი ტალღით დაავადდა ახლა შეიძლება დაუცველი იყოს.

„ადამიანი იმუნიტეტს ხუთი თვით ინარჩუნებს, თუმცა შესაძლებელია ისინი ინფექციას მაინც ავრცელებდნენ“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 ივნისიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, მეცნიერებმა დაადგინეს 44 პოტენციური რეინფექცია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ინფექციონისტი რეინფიცირებაზე: ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე დადასტურებულია