მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანებს აცრისთვის თბილისიდან რეგიონებში წასვლა არ უნდა სჭირდებოდეთ“ - გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან
1620501821
COVID-19

„ადამიანებს არ უნდა სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა რეგიონებში, მომავალ კვირაში თბილისში მიწოდების დეფიციტი აღარ უნდა გვქონდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ.

იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. მე ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი წესით და რიგით უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამავე თემაზე:

👉 საქართველო 100 000 დოზა „სინოფარმს“ მიიღებს

👉 „არ შეიძლება მეცნიერებასა და პროგრესს ებრძოდეს ადამიანი“ - კიდევ ერთი მღვდელი აიცრა

👉 ბიძინა კულუმბეგოვი: ყველა მსურველისთვის „ფაიზერი“ და მოდერნა ვერ იქნება