მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექცია, 2020
1600784553
COVID-19

ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ ჭელაში მცხოვრები.

სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი მიქელაძის თქმით, მესამე ინფიცირებულიც ბათუმში, იმავე ქორწილში იმყოფებოდა, სადაც მისი ორი თანასოფლელი დაინფიცირდა.

„ეტაპობრივად ხდებოდა გამოვლენა, ვინ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, ვინ იმყოფებოდა ქორწილში. მოხდა გატესტვა და სამწუხაროდ, დადებითია პასუხი“, - აღნიშნა გიორგი მიქელაძემ.

მოხდება თუ არა რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღება სოფელში - სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამაზე გადაწყვვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

შეგახსნებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში ორ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. სამი დღეა ეპიდემილოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.