მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილი ადამიანები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
1611481911
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. 

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, უმჯობესია მოხდეს კოვიდგადატანილი ადამიანების აცრა, რადგან დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად მყარია მათი იმუნიტეტი.

„კოვიდგადატანილ ადამიანებთან დაკავშირებით მსოფლიოში განსხვავებული შეხედულებებია. ვარაუდობენ, რომ მაინც ჯობია აიცრან, რადგან არ ვართ დარწმუნებული, რომ კოვიდგადატანილებს მყარი იმუნიტეტი აქვთ და ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება.

თვლიან, რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი უფრო მყარი შეიძლება იყოს, ვიდრე გადატანით. პოზიცია ასეთია, რომ პირველ რიგში არ აიცრებიან ეს ადამიანები. ახლა პირველი-ორი დოზის შემოტანას, რომ ველოდებით, მათ შორის კორონავირუსგადატანილები არ აიცრებიან.

როდესაც უკვე ვაქცინის საკმარისი რაოდენობა შემოვა და მასიური ვაქცინაცია დაიწყება, მაშინ კოვიდგადატანილებიც აიცრებიან“, - აღნიშნა ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 24 იანვრის მონაცემებით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 253 518-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „თებერვალში საქართველო კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის“ - ცერცვაძე

✔️ ეპიდვითარება საქართველოში

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა