მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი კვლევის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინა უზრუნველყოფს არც თუ ისე კარგ დაცვას კორონავირუსისგან ხანდაზმულთათვის“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1627035075
COVID-19

„ახალი კვლევის თანახმად, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა უზრუნველყოფს არც თუ ისე კარგ დაცვას კორონავირუსისგან ხანდაზმულთათვის“, - აღნიშნული ინფორმაცია ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა საკუთარ Facebook -ის გვერდზე გაავრცელა.

მისი თქმით, უნგრეთში 450 ადამიანის სისხლის ნიმუშების გამოკვლევამ, რომლებიც ვაქცინის მეორე დოზიდან სულ მცირე ორი კვირის შემდეგ აჩვენა, რომ 50 წლამდე ასაკის მონაწილეების 90%-ს ანტისხეულები განუვითარდა, ხოლო 80 წლის ზემოთ მყოფ ადმიანებში 50%-ს არ ჰქონდა ანტისხეულები.

„ორი უნგრელი მკვლევრის მიერ ჩატარებული კვლევა ინტერნეტში განთავსდა ამ კვირაში.

„ეს ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაღალი რისკი, აქვთ ანტისხეულების ცუდი რეაქცია“, - თქვა ჯონ დონგ-იანმა, ჰონკონგის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა, რომელიც არ იყო დაკავშირებული კვლევასთან.

ანტისხეულების დონე არ არის პირდაპირი საზომი იმისა, თუ რამდენად დაცულია ადამიანი COVID 19-ისგან, მაგრამ არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ის დაცულობის კარგი ინდიკატორია მიუხედავად ამისა, კვლევის შედეგებს აქვს მნიშვნელობა და არის პირველი საზოგადოებრივი, სამეცნიერო მცდელობა „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტის ანალიზისთვის მოხუცებში, თქვა ვანგ ჩენგუანგმა, პეკინის კავშირის სამედიცინო კოლეჯის ყოფილმა პროფესორმა და იმუნოლოგიის ექსპერტმა.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ კომენტარზე უარი თქვა კვლევის შესახებ და თქვა, რომ ის მხოლოდ მთავრობების ან მსხვილი სამეცნიერო დაწესებულებების მიერ ჩატარებულ კვლევებს უპასუხებს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო 1 082 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 398081 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5656 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 370565 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,32%, ბოლო 14 დღის - 5,38%, ბოლო 7 დღის - 6,03%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„1 თვე გახსნა ქვეყანა და შემდეგ გქონდეს სავალალო შედეგი, რომ დაიკეტოს და უამრავი ავადმყოფი გყავდეს, რა ეკონომიკურ მოგებაზე იქნება მერე საუბარი, ცოტა ძნელი სათქმელია“ - ზაზა წერეთელი

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 286 ადამიანი აიცრა

✅NCDC: ვაქცინაციის შემდეგ 101 შემთხვევაში სერიოზული გართულება დაფიქსირდა

✅„ფაიზერით“ აცრა 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი