მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხელი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვალება
1607193020
COVID-19

ხანშიშესული ქალი, რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმატოლოგად მუშაობდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. 

კორონავირუსის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, ს.ფ.-ს მკურნალობა დაიწყეს, თუმცა ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ძალიან მძიმედ იყო, ასაკიანი ქალია და კორონავირუსმა დაამძიმა მდგომარეობა“, - გვითხრეს კოლეგებმა.

ეს მესამე შემთხვევაა, როცა კორონავირუსმა რეგიონში სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა იმკურნალოს კოვიდინფიცირებულმა ბინაზე

ეპიდვითარება საქართველოში