COVID-19

ახალციხეში ენმ-ს წევრები კარანტინში გადაიყვანეს

კორონა ვირუსი
20:25 19.09
დაკოპირებულია

ახალციხეში ენმ-ს წევრები კარანტინში გადაიყვანეს, საკრებულოს წევრი კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის შტაბის წარმომადგენელი, გელა დემეტრაძე და პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

ორივე მათგანს კონტაქტი სომხეთიდან ჩამოსულ მამაკაცთან ჰქონდა.

„გასვენებაში არ ვყოფილვარ, ქუჩაში შევხვდი. ტესტი ამიღეს და წუხელ დაახლოებით, 60 კაცი ბაკურიანის სასტუმროში გადმოგვიყვანეს", - აცხადებს გელა დემეტრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე კოვიდინფიცირებულის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დავით ბალიაშვილის თქმით, მათი კონტაქტი ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.

"მე ვიყავი სასაფლაოზე, მარტო ხელი ჩამოვართვი, ვერიდებოდი. ქელეხზე არ ვყოფილვარ. თბილისში ყოფილა და იქ გაუშლია სუფრა. მე როგორც გავიგე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, თავისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებული იყვნენ.

ეგეც ითქვა რომ დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. მე რომ ვიყავი სამძიმარზე, იქნებოდა 50 ადამიანი. 40-კაციანი სამი ავტობუსი ჩამოიყვანეს ახალციხიდან ბაკურიანის კარანტინში", - ამბობს დავით ბალიაშვილი.

ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდა საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნება ახალიციხეს" თავმჯდომარეს სამველ ოვეიანს, რომელიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფება.

„მე კვირას, ქელეხზე ვიმყოფებოდი და მაგ კაცს ხელის ჩამორთმევით მივესალმე. ტესტი ჩამიტარეს, მაგრამ კორონავირუსი არ მაქვს. ამჟამად ახალციხეში ვიმყოფები“, - ამბობს სამველ ოვეიანი.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცის დაინფიცირების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ახალციხე დატოვა და სომხეთში დაბრუნდა. ის საქართველოში დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. მასთან კონტაქტში მყოფი 100-მდე პირი კარანტინში გადაიყვანეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნე...
50 წუთის წინ
27 ოქტომბერს, ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაი...
53 წუთის წინ
საფრანგეთსა და ესპანეთში ყოველდღიურად მძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. worldometers-ის განახლებული...
20:13
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შე...
19:49
პროკურატურის შენობა

პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიცი...
ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თა...
ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტე...
თსუ-ში აფხაზურენოვანი წიგნები და ისტორიუ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში წიგნსაცა...
აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შე...
სომხური შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად...