მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის კაცი გარდაიცვალა 

ნეგატიური პასუხი
1606162064
COVID-19

ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის კაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები - უცნობია.

„ორი კვირა აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. სხვა დაავადებები ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. როგორც ჩანს ვირუსმა სუნთქვის უკმარისობა გამოიწვია და ვეღარ გადაიტანა“, – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ახალციხელი მამაკაცი მკურნალობას ჯერ ხარაგაულის, შედეგ კი საჩხერის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტია გარდაცვლილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 კოვიდინფიცირებული ახალნამშობიარები 27 წლის ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის

🔶 ჯანმოს დირექტორი: ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე იმატებს