მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში რესტორანი დააჯარიმეს, სადაც კოვიდინფიცირებულმა ქელეხი გადაიხადა

ახალციხე რაბათი
1600517337
COVID-19

ახალციხეში, რესტორანი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა, 2 000 ლარით დააჯარიმეს.

ობიექტის დირექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, რადგან მას 10-კაციანი შეკვეთა ჰქონდა, რესტორანში კი მხოლოდ 6 პირი მივიდა.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული მამაკაცი და მისი სტუმრები რესტორანში დიდხანს არ გაჩერებულან, შეკვეთილი კერძები ჩაულაგეს და მალევე წავიდნენ.

რესტორნის დირექტორი 18 სექტემბერს, გვიან ღამით დააჯარიმეს, როცა გაიგეს, რომ სომხეთში დაბრუნებულ მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა. რესტორნის ხელმძღვანელის თქმით, ფაქტის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მას კანონი არ დაურღვევია.

ამ დროისთვის, რესტორანი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. დირექტორის ინფორმაციით, თანამშრომლები არ გამოუკვლევიათ და არც საკარანტინე სივრცეში გადაუყვანიათ.