მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხიდან 100-მდე პირი კარანტინში გადაიყვანეს

ახალციხიდან 100-მდე პირი კარანტინში გადაიყვანეს
1600507274
COVID-19

ახალციხიდან 100-მდე პირი კარანტინში გადაიყვანეს, დახურეს სილამაზის სალონი, სადაც კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა.

„ვვარაუდობ, რომ კორონა თბილისში შემხვდა და არა სომხეთში“, - აცხადებს კორონავირუსით ინფიცირებული კაცი, რომელიც ახალციხეში დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და ვირუსი სომხეთში დაბრუნებულს დაუდასტურდა.

ირკვევა ისიც, რომ ინფიცირებული კაცის ორ თანამშრომელს თბილისში, რამდენიმე დღეა მაღალი სიცხე აქვს. დაავადებული მამაკაცი ამბობს, რომ სომხეთიდან ჩამოსული მათ შეხვდა და სავარაუდოდ, შესაძლოა ამის შემდეგ დაინფიცირდა.

მისთვის ვირუსის დადასტურების შემდეგ, ახალციხეში 100-მდე მოქალაქეს 18 სექტემბერს ანალიზები აუღეს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ.

13 სექტემბერს, კაცის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა ადგილობრივი ედუარდ აივაზიანიც. იგი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. აივაზიანის თქმით, მას შემდეგ 5 დღეა გასული და თავს კარგად გრძნობს.

ახალციხეში ერთ-ერთი სილამაზის სალონი დროებით დახურეს. თანამშრომლები კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. როგორც სალონის მეპატრონე ამბობს, სომხეთიდან ჩამოსული კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი 13 სექტემბერს მათთან სალონში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ფიზიკური კონტაქტი არავისთან ჰქონია, თუმცა თანამშრომლები თავის დაზღვევის მიზნით კარანტინში მაინც გადავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცის დაინფიცირების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ახალციხე დატოვა და სომხეთში დაბრუნდა. სავარაუდო კონტაქტების ტესტირების პასუხი დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.