მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხის კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა

ახალციხის კლინიკაში ჩამტვრეული შუშები
1616143454
COVID-19

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, სადაც 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაუკეთდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც.

სააგენტო შეისწავლის, რა ღონისძიებები გაატარა კლინიკის ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, ექთანს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სახის ღონისძიება ჩაუტარდა. მისივე თქმით, კლინიკა „იმედში“ არის სპეციალური შოკკაბინები.

„მეგი ბაქრაძე მეათე აიცრა, თქვენ ნახეთ ალბათ, მოუწოდა სხვებსაც, აცრის შემდეგ კარგად გრძნობდა თავს და უცბად განუვითარდა გვერდითი მოვლენა, ეს განვითარდა დაყოვნების ოთახში, იმწამსვე დაიწყო დახმარების აღმოჩენა. ეს იყო ყველაფერი იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე გათვალისწინებულია. კლინიკა მზად იყო“,- განაცხადა კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ვარძიმაძემ.

27 წლის მედდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ის თბილისში გუშინ რეანიმობილით გადმოიყვანეს, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა მისი მდგოამრეობა კრიტიკულად მძიმედ შეაფასა.