მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე
1605719532
COVID-19

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსით ინფიცირდა. გელა ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები საშუალოდ აფასებენ, ამიტომ ის ხაშურის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია.

„სუნთქვის უკმარისობა მქონდა. მაწუხებდა ზურგის, კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი. მქონდა სიცხე, პირღებინების შეგრძნება. თუ რამე სიმპტომი არსებობს, ყველაფერი მქონდა თითქმის“, – აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

გელა ნოზაძე სამსახურში ბოლოს 12 ნოემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც საკრებულოს სხდომა გამართა. 13 ნოემბრიდან კი იგი შვებულებაშია.

გელა ნოზაძე აცხადებს, რომ მას კონტაქტი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდა, რომლებიც ასევე ინფიცირებული არიან. საკრებულოს თანამშრომლები ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იყოფებიან და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავრიუსის 89 395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 71 468 და გარდაცვლილია 815 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო დახმარების უფროსი COVID 19-ით გარდაიცვალა