მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხის ცხელების ცენტრში covid19 მეხუთე პაციენტს დაუდასტურდა

კორონავირუსზე ტესტირება
1590751791
COVID-19

კორონავირუსული ინფექცია ახალციხის ცხელების ცენტრში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში ტემპერატურის გამო შეიყვანეს.

„კორონავირუსი 28 მაისს დაფიქსირდა, პაციენტი მაშინვე გადავიყვანეთ თბილისის ერთერთ კოვიდცენტრში, ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის“ – ამბობს გიორგი ბარძიმაძე.

29 მაისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში covid19 -ის ინფიცირების შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან მხოლოდ ერთია ადგილობრივი. ერთს ვირუსი ბორჯომის ცხელების ცენტრში დაუდასტურეს, ხუთს კი ახალციხეში.