მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალავერდელმა მეუფემ ზიარება ერთი კოვზით ჩაატარა

ალავერდი, ზიარება, კორონავირუსი
1586261851
COVID-19

ალავერდში ხარების დღესასწაულზე პეუფე დავითმა მრევლი ტრადიციულად, ერთი კოვზით აზიარა.

ამის შესახებ ადგილიდან pia.ge-ს ჟურნალისტი იუწყება.

ხარების დღესასწაულის დასრულების შემდეგ, აბბა ალავერდელმა მეუფე დავითმა ქადაგებაში ზიარების წესისა და რწმენის შესახებ ილაპარაკა

კორონა ვირუსთან დაკავშირებით, სასულიერო პირის თქმით, ხანდაზმულებსა და რისკ ჯგუფის მოქალაქეებს შეუძლიათ სახლში დარჩნენ და ისე ეზიარონ, თუმცა, დადგენილი წესი არ გადაიხედება.

ალავერდის მამათა მონასტერში ხარების დღესასწაულის დასრულების შემდეგ, მრევლმა ზიარება ჩვეული წესით, ერთი კოვზიდან მიიღო. მაზიარებელთა შორის იყვნენ ბავშვებიც.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი მოქალაქეებს ღვეზელი დაურიგდათ.