მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა დამძიმდა

აფხაზეთის ე.წ. პრემიერი
1610963290
COVID-19

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

ჯერჯერობით ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

მას კორონავირუსი გასული წლის 30 დეკემბერს დაუდასტურდა. 5 იანვარს იგი გუდაუთას საავადმყოფოში მოათავსეს, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, 8 იანვარს სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს.

რუსეთის ფედერალურ სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრში იგი ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობის ნიშნებითა და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნებით მოათავსეს.

ალექსანდრე ანქვაბის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრემიერი ვლადიმერ დელბა ასრულებს.