მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე გოგინავა: პირველ რიგში რისკ ჯგუფს აცრიან - ეს ვაქცინაციის წესია

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1606757433
COVID-19

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. 

მისი თქმით, ვაქცინაცია პირველ რიგში რისკ ჯგუფის ადამიანებს ჩაუტარდებათ.

„მსოფლიოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბებია. ფაქტობრივად 99%-ით გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ექნება ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. თან ეს ვაქცინა შეიძლება იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე , რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმიც კი ჰქონდეს.

საქართველოში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დიდი ალბათობით გაზაფხულის დასაწყისში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინა მოსახლეობისთვის.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს რისკ ჯგუფის ადამიანებს და მათ, ვისაც ახლო კონტაქტი აქვთ კორონავირუსულ ინფექციასთან და მეტი რისკი, რომ დაინფიცირდნენ.

ზოგადად ვაქცინაციის წესი ასეთია - ვაქცინაცია პირველ რიგში უტარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მაღალი რისკი, რომ დაინფიცირდნენ. საქართველოშიც სავარაუდოდ ამ მიმართულებით დაიწყება ადამიანების ვაქცინაცია“,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

💢 ნანა გეგეჭკორი: გული არ დაგწყდეთ, ვისაც „რემდესივირზე“ ხელი არ მიგიწვდებათ

💢 ეს იგივეა, ომის დროს ბუხართან მოკალათებულმა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლს თოფის დაჭერა ასწავლოს - თენგიზ ცერცვაძე

💢 „რემდესივირი“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში გვექნება - ჯანდაცვის მინისტრი