მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით ჩინეთსაც გაასწრო

კორონავირუსი ამერიკაში
1585257825
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით ამერიკა მსოფლიოში უკვე პირველ ადგილზეა. ინფიცირებულთა ოდენობამ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 81 943 შეადგინა.

ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 285 შემთხვევა ფიქსირდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 176-ს მიაღწია.

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ კი 525 000-ს გადააჭარბა.