მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით ქვეყნების სამეულში გადაინაცვლა

covid-19
1585203265
COVID-19

ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 68 489-მდე გაიზარდა. შესაბამისად, აშშ ინფიცირებულთა ოდენობით, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, უკვე მსოფლიო ქვეყნების სამეულშია.

ამერიკაში კორონავირუსით 1032 ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მას სურს ეს გამოწვევა ქვეყანამ აღდგომამდე დაძლიოს და დღესასწაულზე ხალხი ტაძრებში იხილოს.

ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფექციით გარდაცვლილია 21 297 ადამიანი.