მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკელი მეცნიერი: თუ კორონავირუსი გაქვთ, ცხოველებს ნუ მოეფერებით

შეუძლია თუ არა ცხოველს კორონავირუსით ინფიცირება
1602591724
COVID-19

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ მარშალი კვლევას აქვეყნებს თემაზე „შეუძლია თუ არა ძაღლებს და კატებს კორონავირუსით ინფიცირება?” ის წერს, რომ ვირუსი, ძირითადად, ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა, თუმცა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის კვლევებმა აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში ვირუსი ადამიანისგან ცხოველებს, მათ შორის ძაღლებს და კატებს გადაეცემა. კვლევის მიხედვით, ყველა ინფიცირებული ცხოველი კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტში იყო.

მეცნიერის რეკომენდაციის მიხედვით, თუ კორონავირუსით ხართ დაავადებული, ხშირად დაიბანეთ ხელები, ნუ მოეფერებით ცხოველს, ნუ ეხუტებით და ნუ კოცნით მათ. შეძლებისდაგვარად დაიცავით დისტანცია.

„თუ თქვენი ცხოველის ტესტმა COVID 19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა, აუცილებელია იგივე ზომების მიღება, რაც ადამიანის დაავადების შემთხვევაში ხდება. ანუ საჭირო იქნება ცხოველის იზოლირება, მისი გაყვანა გარეთ აკრძალულია. ცხოველთან კონტაქტი მხოლოდ დამცავი საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადე), არის შესაძლებელი, ხოლო კონტაქტის შემდეგ აუცილებელია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება“ - წერს ამერიკელი მეცნიერი.

უილიამ მარშალი წერს, რომ ვეტერინარის გამოძახება მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ თქვენი შინაური ცხოველი თავს ცუდად იგრძნობს, თუმცა ეს, სავარაუდოდ, აუცილებელი არ იქნება, ვინაიდან ცხოველებში ეს დაავადება დიდწილად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი დაღუპვის არცერთი შემთხვევა ოფიციალურად ცნობილი არ არის.

ინფორმაციას გამოცემა mayoclinic.org ავრცელებს.