მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: აპრილი და მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1585995021
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები კიდევ მოიმატებს.

გამყრელიძის თქმით, აპრილი და მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული პერიოდი იქნება.

"არასოდეს დაგვიმალავს, რომ ქვეყანაში შემთხვევათა ზრდა გვექნება. ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება ეს თვე და მაისის პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევები კიდევ იქნება. საქართველოში ვირუსის შეკავების ფაზა მაქსიმალურად გაიწელა, მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. მოვიგეთ დრო და ჯანდაცვის სექტორი მოემზადა უფრო სერიოზულად. იმ ხიფრებს მივყვებით, რაც ჩვენი მოდელირებით არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.