მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, რომ ასტრაზენეკას წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

ამირან გამყრელიძე
1616417022
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. 

ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა პროცედურა, რომელიც ფატალური გართულების შესწავლის მიზნით მოქმედებს.

მისი თქმით, რეგულირების სააგენტო ინფორმაციას აგზავნის შვედეთში, წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრში. ინფორმაცია ასევე იგზავნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაშიც.

„ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება „ასტრაზენეკას“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც.

თავდაპირველად, მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 27 წლის ექთანი ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში კომაში ჩავარდა.

მიზეზად სავარაუდო ანაფილაქსიური შოკი დასახელდა.

ის 19 მარტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე იხილეთ:

🔴ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს 25 მარტიდან შეეძლებათ