მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020
1590178320
COVID-19

"არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, რადგან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდვითარება მწვავდება, რუსეთი უკვე გადასულია მეორე ადგილზე, ასევე ზრდა არის სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამიტომ ის შეზღუდვები რაც საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ რჩება, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს",-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პერიოდში რეკომენდაციების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, მთლიანად საზოგადოებას, რადგან ეს პერიოდი იყო დიდი დამყოლობა, მათ გაითავისეს რა საფრთხესთან გვქონდა სამქე და ასრულებდნენ ყველა რეკომენდაციას, რასაც იძლეოდა მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენი ცენტრი ",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.