მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე აცრას ჩინური ვაქცინით გეგმავს

გამყრელიძე ამირან
1617725691
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ჩინური ვაქცინით აიცრას. 

„29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი და ორი კვირა გავატარე სახლში. შემდეგ ჩვენი რეგულაციით რაც დამტკიცებულია, კოვიდგადატანილების პირველი დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ, შეუძლიათ აცრა.

ამიტომ, რომ გავა 120 დღე, ეს გადის თუ არ ვცდები აპრილის ბოლოს, უახლოეს დღეებში გაგაგებინებთ და პირდაპირ ეთერში ავიცრები. არ გამოვრიცხავ რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა, არ ავიცრები იმ ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს“, - განუცხადა „რუსთავი 2“ -ს გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინურ ვაქცინას ძალიან ბევრი ავტორიზაცია აქვს.

„ჩინურ ვაქცინას დაახლოებით 40 ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. მსოფლიოში არსებობს მკაცრი მარეგულირებლები და ესენი არიან ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ისრაელი და ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში, რომ ვაღიარებთ მკაცრი მარეგულირებლების ავტორიზირებულ წამლებს და ვაქცინებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

ამავე თემაზე:

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა