მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ჩინეთი საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

ამირან გამყრელიძე
1617605729
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „სინოვაკის“ ვაქცინის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს.

გამყრელიძემ განმარტა, რომ ეს ვაქცინა აქტიურად გამოიყენება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის, თურქეთსა და აზერბაიჯანში. მისივე თქმით, ვაქცინა წარდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს.

„ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას გადასცემს უსასყიდლოდ, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთი, დაახლოებით, 15 მილიონი დოზა გამოიყენეს, ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული აზერბაიჯანში. ეს ორივე ვაქცინა („სინოფარმი“, „სინოვაკი“) წარდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მისაღებად, რომელსაც მიიღებენ, დიდი ალბათობით, აპრილის შუა რიცხვებში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის სწორედ ვაქცინაცია.

„სხვა იარაღი დღეს ქვეყანაში ეპიდემიის დასასრულებლად არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ შევასრულებთ დასახულ მიზანს, მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანა ჩინეთის მთავრობისგან, ასევე, ელოდება „სინოვაკის“ ვაქციანას, მას ქვეყანა უსასყიდლოდ მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს“ - თამარ გაბუნია

📌„ჩინური „სინოფარმით“ 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“ - ტიკარაძე