მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: დადებითობის მაჩვენებელი, დღეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები - 3.5 %-ია ამას შენარჩუნება სჭირდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1611922478
COVID-19

დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ჟღერდება ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს არის, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები - 3.5 %, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტაბილიზაციის მაჩვენებელს ბოლო 7 და 14 დღეში.

„დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ჟღერდება ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს არის, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები - 3.5 %. ბოლო 7 დღეში გვაქვს - 4.7 %, ხოლო ბოლო 14 დღეში - 5.8 %. ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, დადებითობის მაჩვენებელი იანვარში არის 8 % და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8.4 %“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა დადებითობის პროცენტის შედარებით მაჩვენებელზე ოქტომბერ-ნოემბერში და მოყოლებული ოქტომბერ-ნოემბრიდან, ყოველ 2 კვირეულ შუალედში.

„23 ოქტომბერი - 5 ნოემბერი გვქონდა 19%, 6-19 ნოემბერი - 24%, 20 ნოემბერი-3 დეკემბერი იყო პიკი და გვქონდა 30 %, თითქმის ყველა მე-3 გატესტილი იყო დადებითი, 4-7 დეკემბერი - 22%, წამოვიდა ქვემოთ, 18-31 დეკემბერი 14.5%, 1-14 იანვარი - 10.5 % და 15-28 იანვარი საშუალო გვაქვს 5.8%.

რაზეც ხშირად გესაუბრებით ხოლმე, რომ რამდენიმე ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ეპიდსიტუაციის დახასიათებისთვის, ეს არის ინცინდენტობის მაჩვენებელი, ანუ ახალი შემთხვევები 7 დღეში, ახალი შემთხვევები 14 დღეში საშუალო, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციების დატვირთვის მაჩვენებელი, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა და ა.შ.

ეს ყველაფერი ბოლო თვის განმავლობაში მიდის სტაბილიზაციისკენ, სტაბილურად მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის ცირკულაციის ინტენსივობა ქვეყანაში მცირდება, რაც რა თქმა უნდა, კარგია.

როდესაც 669-ს შეადარებთ, როდესაც გვქონდა 5 000-ზე მეტი შემთხვევა, სერიოზული კლებაა, მაგრამ ეს 669-ც ჩვენი ქვეყნისთვის, პატარა ქვეყნისთვის სერიოზულია და ამიტომ, ამას შენარჩუნება სჭირდება იმ ძალიან ფრთხილი პოლიტიკით და ნაბიჯებით, რომელიც ერთობლივად უნდა გადაიდგას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის არის, რომელიც „ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად საჭირო პირობას აკმაყოფილებს“

👉 „მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია“