მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1592727780
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან 2 ძველ ინფიცირებულებთან კონტაქტია, ხოლო 6 იმპორტირებულია.

„დღეს დადასტურებულია 8 ახალი შემთხვევა, აქედან 2 ადრე დადასტურებულთან კონტაქტია და 6 იმპორტირებული შემთხვევაა. ყველა ამ ახალი შემთხვევის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადად ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დრომდე ინფიცირების 906 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსის შედეგად დღემდე გარდაცვლილია 14 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 755 პირი.