დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზებია, თუმცა, ყოველდღიურად ახალი შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას უძლებს.
ამირან გამყრელიძე აქვე ამბობს, რომ ყოველდღიურად 4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევის მოლოდინი არ ჰქონდათ.
„გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ, რომ თითქოს არაფერი გაკეთებულა. როგორ არ გაკეთებულა - გადამზადება მიმდინარეობდა, შესყიდვებიც ხორციელდებოდა, გარკვეული გეგმები დასახულია და მზადების გეგმაც იყო. მაგრამ, პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ ვპროგნოზირებდით, რომ დღეში 5 ათასამდე შემთხვევა გვექნებოდა.
ამას რამ შეუწყო ხელი, ამაზეც რამდენჯერმე მოგახსენეთ - ზაფხულში დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი. ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ, აგვიფეთქდა ბათუმი, ამას მოჰყვა ძალიან დიდი მობილობა წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ უფრო დიდი მობილობა, არჩევნების დღეს, როცა 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა.
ოქტომბრის ბოლოს დაახლოებით დღეში 1500 შემთხვევით მივდიოდით, ნოემბრის შუა რიცხვებში 3 000-ზე ავედით. ეს იყო იმ მობილობის და შემდეგ სხვა მობილობის კუდი და გამოხატულება, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში.
იდეალური არავინ ვართ, არც ქვეყანაა იდეალური, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ მერწმუნეთ, მე, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი მაქვს ჯანდაცვის სექტორში ყველანაირ პოზიციაზე, მაქვს უფლება, შედარებითი ანალიზი ვაკეთო. არ მეგონა, რომ ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა. კი, ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ სისტემა ამას უძლებს. ჩვენს გმირ ექიმებს მადლობა ეკუთვნით“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა.
„გარდაცვალების მაჩვენებელი გლობალურად 7%-დან 2.4%-ზეა ჩამოსული. ვირუსი შედარებით შემსუბუქებულია. სწორედ იმის გამო, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში მსოფლიომ შედარებით უკეთესად ისწავლა ამ დაავადების მართვა, სიკვდილიანობის პროცენტი შემცირებულია, მაგრამ რაოდენობაა გაზრდილი, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა. იგივე გვაქვს საქართველოშიც. პროცენტი დაბალია, მაგრამ ნოემბერში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი გვაქვს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
♻️ სტაციონარში შესულ ყველა პაციენტს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდება
♻️ ტიკარაძე: 19 წლის თეკლას გარდაცვალებაზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა
თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.
მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა.
არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.
მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.
OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.
„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.
მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.