მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: განმეორებით ინფიცირების შესაძლო შემთხვევებზე კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1607071021
COVID-19

„რეინფიცირების შემთხვევა საქართველოში კლინიკური კვლევებით ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო ფაქტის კვლევა. იმის დადასტურებას, იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კლინიკურ საბჭოზე ძალიან ბევრი განხილვა და ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დადასტურებული ჯერ არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 1 070 პირი მძიმე მდგომარეობაშია

👉 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე? - გინეკოლოგის განმარტება

👉 თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული