მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინის 135 000 დოზა ოქტომბრის დასაწყისში გვექნება

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1600433393
COVID-19

„უკვე შეკვეთილია და ნაყიდი გვაქვს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 000 დოზა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან, ალბათ პირველ კვირაში, გვექნება. ვაქცინა გაუკეთდებათ რისკ ჯგუფებს, რომლებიც ყოველწლიურად იმუნიზაციის საბჭოს მიერ ისაზღვრება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინა კერძო კლინიკებსაც ექნებათ.

„ვცდილობთ გავზარდოთ ვაქცინის დოზების რაოდენობა, რადგან მოსალოდნელია, რომ სხვა წლებთან შედარებით, წელს გაცილებით დიდი მოთხოვნა იქნება. შარშან გვქონდა 100 000 დოზა და იქიდან რაღაც ნაწილი დაგვრჩა, წელს 135 000 გვექნება, მაგრამ ვგეგმავთ, რომ ოდენობა გავაორმაგოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ადამიანს გრიპი და კორონავირუსი ერთად შეხვდება, მისი გადარჩენა ძნელი იქნება, ამიტომ გრიპზე აცრა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1639 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 13 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

NCDC-ის მონაცემებით, შემთხვევების 10-დან 15%-მდე უსიმპტომოა და ისინი საკარანტინო სივრცეებში იმართება. იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 534 000-მდე PCR და 321 000 სწრაფი ტესტი ჩატარდა.