მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: მხოლოდ დადებითობის მაჩვენებლით ვერ იმსჯელებ, გასათვალისწინებელია რეანიმაციული განყოფილებების დატვირთვა

ამირან გამყრელიძე
1618396258
COVID-19

„ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე „ლოქდაუნი“ აღარ იყოს, ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვისაც და ეკონომიკისთვისაც“,- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე გააკეთა.

ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შეზღუდვების შემოღება მხოლოდ დადებითობის მაჩვენებელს არ უკავშირდება და საბჭო რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით მსჯელობს.

მისივე თქმით, წინა „ლოქდაუნის" დროს, დადებითობის ზღვრული მაჩვენებელი - 4%, იმაზე მსჯელობის საშუალებას იძლეოდა, შესაძლებელი იყო თუ არა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ ეტაპზე კი, არა მხოლოდ დადებითობის მაჩვენებელი, არამედ სამედიცინო რესურსიც გასათვალისწინებელია.

„ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე „ლოქდაუნი“ აღარ იყოს, ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის საზოგადოებისთვისაც და ეკონომიკისთვისაც.

4% ჩვენ ზღვრად გვქონდა დაწესებული, როცა ზემოდან ქვემოთ მოვდიოდით, როდესაც ვამსუბუქებდით. 4% როცა იყო დადებითობის მაჩვენებელი და ეს ნარჩუნდებოდა 2 კვირა, მაშინ გვქონდა საშუალება იმისა, რომ გადაგვედგა შემდგომი ნაბიჯი შემსუბუქებისკენ.

ახლა ორი კვირის მაჩვენებელი გვაქვს 2,56%, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტო ერთი დადებითობის მაჩვენებლით ვერ იმსჯელებ. გასათვალისწინებელია საავადმყოფოების, რეანიმაციული განყოფილებების, რესპირატორების დატვირთვა. რამდენიმე ინდიკატორია, რომლის მიხედვითაც მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌664 თბილისი, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

📌1085 ინფიცირება, 432 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში