მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1590921840
COVID-19

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია კოვიდინფიცირების შემთხვევების მატება.

გამყრელიძის თქმით, კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძელი არ არის.

"შემსუბუქების მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში ჰქონდა ადგილი გარკვეულად შემთხვევათა რაოდენობის მატებას. ალბათ მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არავითარი პანიკის საფუძველი. კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა პანიკის არავითარი საფუძელი არ არის. იმიტომ რომ ყველა ეს შემთხვევა არის კონტროლს ქვეშ. ვიცით თითოეული კონტაქტები, სწრაფად ვახდენთ თითოეულის იზოლირებას, თითოეულის მკურნალობას ვინც დადებითია და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას. რა თქმა უნდა შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ხაზს ვუსვამ ეს არ არის პანიკის საფუძველი. პროცესები მართვადია, სრულად ეპიდსიტუაცია ემორჩილება კონტროლს. ახალი ჯგუფების ტესტირებას ვაპირებთ, რათა მაქსიმალურად გავაკეთოთ პრევენცია და დროული იდენტიფიცირება", - განაცხადა გამყრელიძემ.