„პროგნოზირების სხვადასხვა მექანიზმების მიხედვით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იყენებს, პიკი სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირას გვექნება. ამიტომ ყოველდღიური შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მოქალაქეებსა და მათ ოჯახის ექიმებს შორის კონტაქტი.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და ჰიგიენის ნორმების შესრულებისკენ. ასევე მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს მისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
თითოეული სიმპტომის შემთხვევაში ყველამ აუცილებლად უნდა დარეკოს, პირველ რიგში, თავის ოჯახის ექიმთან და შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, ეს ადამიანი გადასაყვანია საავადმყოფოში, სასტუმროში თუ უნდა დარჩეს სახლში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთლებულია 11 370 და გარდაცვლილია 215 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.
„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.
ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მე-5 სართულიდან გადახტა. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
„დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო,“ - ამ სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას.