მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: პიკი ნოემბრის მეორე-მესამე კვირას გვექნება

გამყრელიძე ამირან
1603698893
COVID-19

„პროგნოზირების სხვადასხვა მექანიზმების მიხედვით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იყენებს, პიკი სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირას გვექნება. ამიტომ ყოველდღიური შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მოქალაქეებსა და მათ ოჯახის ექიმებს შორის კონტაქტი.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და ჰიგიენის ნორმების შესრულებისკენ. ასევე მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს მისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

თითოეული სიმპტომის შემთხვევაში ყველამ აუცილებლად უნდა დარეკოს, პირველ რიგში, თავის ოჯახის ექიმთან და შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, ეს ადამიანი გადასაყვანია საავადმყოფოში, სასტუმროში თუ უნდა დარჩეს სახლში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთლებულია 11 370 და გარდაცვლილია 215 ადამიანი.