მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: პრეკრიტიკულ სტადიაში შევდივართ - სასეირნოდ და სახუმაროდ საქმე არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020
1585414230
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში ყოფნაზე უკეთესი მეთოდი და წამალი არ არსებობს.

მისივე თქმით, 10 დღეში შესაძლოა COVID-19 -ის გავრცელების კუთხით კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ.

"გამოვლენილი 90 შემთხვევიდან უმრავლესობის პირველი წყარო ვიცით, თითქმის ყველა არის შემოტანილი. მხოლოდ 3 შემთხვევაში ვერ ვადგენთ პირველწყაროს. გვაქვს 110 კონტაქტი და ვფიქრობთ, გავალთ შედეგზე. მაგრამ შესაძლოა, ის პირი, ვინც სამ ადამიანს ინფექცია გადასდო ამ 100 პირშიც არ აღმოჩნდეს, ამიტომაც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენ შევდივართ პრეკრიტიკულ სტადიაში და არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კვირის შემდეგ დადგეს კრიტიკული პერიოდი. ამიტომაცაა სერიოზული, მოსახლობამ გაითავისოს, რომ არ გვაქვს სახუმაროდ და სასეირნოდ საქმე. კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში ყოფნაზე უკეთესი მეთოდი და წამალი არ არსებობს", - განაცხადა ამირან გამუყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა 28 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 90 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა.