მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: რეალური მაჩვენებელისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 2.5-ზე გაამრავლეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1607937178
COVID-19

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანამ ვირუსის პიკი გადაიარა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევების რიცხვმა ქვესვლა დაიწყო მაგრამ თვითდამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ეს რამდენიმე ფაქტორით გახლავთ განპირობებული.

„თუ ჩვენ ნამდვილად ავალთ ნიღბის ტარების 90%-ზე ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი გაჩერდა, მაგრამ ნუ დავმშვიდდებით“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აგრეთვე ისაუბრა იმ ადამიანების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

„ჩვენ ვიკვლევთ ანტისხეულებს, რომლებიც მიუთითებენ ვის აქვს გადატანილი ინფექცია. ეს კვლევა შემთხვევით შერჩეულ 6 000 ადამიანზე ტარდება და შედეგები იანვრის დასაწყისში გვექნება.

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 15%-მდე უნდა იყოს ინფიცირებული.

ანუ თუ დღეს ოფიციალურად ინფიცირებულია 191 000 ადამიანი, რომელიც ლაბორატორიულად არის დადასტურებული, მიახლოებით 2.5-ზე უნდა გავამრავლოთ რეალური მაჩვენებელისთვის“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

გამყრელიძე: კორონავირუსით სიკვდილიანობამ ოთხივე მთავარ მკვლელს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა