მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე "საბურთალოს კლასტერის" ჩამოყალიბებას ადასტურებს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1590831266
COVID-19

კოვიდ-19-ის გავრცელების გამო თბილისში, საბურთალოზე, ერთ-ერთი უბნის იზოლაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს.

"გიდასტურებთ, რომ საბურთალოზე გახლავთ ეს კლასტერი და მიმდინარეობს ამ კლასტერის ინდივიდუალური გამოკვლევა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ამ კლასტერიდან ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. მისივე თქმით დაახლოებითსაუბარია 50-მდე კონტაქტზე.

,,ინფიცირებულები არიან გადაყვანილები საავადმყოფოებში, კონტაქტები კი თბილისის საკარანტინო სივრცეებში. კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა იყოს ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, შემდეგ კი ინფექცია ოჯახსა და ოჯახის ახლო კონტაქტებში გავრცელდა. დღესაც იღებენ დამატებით ნიმუშებს და ტარდება ჩაღრმავებული კვლევა. ამ კლასტერში სულ 11 წევრია. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არაა ისეთი მატება, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 757-ია, ხოლო გამოჯანმრთელდა 600ადამიანი, გარდაიცვალა 12.