მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის არჩევა შეეძლება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1606726615
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება. 

მისი თქმით, სახელმწიფომ „კოვაქს“ პლატფორმას თანხის ნაწილი წინასწარ იმ პირობით გადაურიცხა, რომ ქვეყანამ შესაძენი ვაქცინა თავად აირჩიოს.

„კოვაქს“ პლატფორმასთან ვაწარმოეთ საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკება იმ მხრივ, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის საშუალება გვექნება. ანუ იმ ვაქცინებს, შორის, რომელსაც ეს პლატფორმა შეისყიდის, იქნება ეს Astrazeneca, Moderna, Pfizer თუ სხვა, ჩვენ თავად ავირჩევთ, რომელი ვიყიდოთ.

აგრეთვე გვქონდა მოლაპარაკება Astrazeneca-სთან, რათა მათი ვაქცინის პირდაპირ შესყიდვა შევძლოთ. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოს კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის უკვე შეკვეთილი აქვს, რაც დაახლოებით 700 000 მოქალაქეა. ვაქცინის ეს რაოდენობა ჯამში 17 მლნ დოლარი ჯდება, რომლისგანაც 4,5 მლნ საქართველოს უკვე გადახდილი აქვს.

👉კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

👉 წარმატებული აღმოჩნდა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის კვლევაც, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ 94,5%-იანი ეფექტი აჩევენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უნგრეთი კორონავირუსის რუსულ ვაქცინას შეამოწმებს

👉 AstraZeneca-ს ვაქცინის მასობრივი გამოყენება წლის ბოლოს დაიწყება

👉 ლევან რატიანი: ბევრი მძიმე პაციენტი გვყავს, წინა პერიოდთან შედარებაც კი არ შეიძლება