მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ინდური შტამი სულ 20 პირს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1624123917
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ 2 შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი ინდურ შტამს, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ ბრიტანული და ინდური შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის განცხადებით, ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ“

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი?