მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: სიტუაცია არსად არ გაქცეულა

გამყრელიძე ამირან
1600776687
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადი რჩება.

„სიტუაცია არსად არ გაქცეულა, კვლავ მართვადია. ასე ადვილად სიტუაცია არ გარბის და არ გვექცევა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქვეყანაში ინციდენტობის ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი 4.2%-ია.

„5-მდე არის მწვანე ზონის ზღურბლი, 5-10-მდე არის ყვითელი, ხოლო 10-დან 20-მდე არის ნარინჯისფერი და 20-დან ზემოთ უკვე არის წითელი“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების მაქსიმალური რიცხვი 218 დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 და გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.

შემთხვევების რიცხვი ჯამში 3913-ია, გამოჯანმრთელებულია 1574 და გარდაცვლილია 23 პაციენტი.