მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციისთვის საავადმყოფოებიდან უკვე გამოთხოვილია პერსონალური ინფორმაცია

NCDC-ის დირექტორი 2020
1612092644
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის საავადმყოფოებიდან პერსონალური ინფორმაცია უკვე გამოთხოვილია.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე პერსონალი აიცრება.

„უკვე გამოთხოვილია საავადმყოფოებიდან სამედიცინო პერსონალის პირადი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დაიწყება ვაქცინაცია. პირველ ეტაპზე პრიორიტეტი იქნება უშუალოდ კოვიდპაციენტებთან მომუშავე სამედიცინო მუშაკების ვაქცინაცია.

შემდეგ აიცრებიან ის მუშაკები, რომლებმაც კორონავირუსი 3 თვის წინ ან უფრო ადრე გადაიტანეს. თუ ეს 15 000 დოზა არ ეყო ამ სამედიცინო პერსონალს, შემდეგ უკვე მარტის პირველ ნახევარში შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინა და ეს პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ვაქცინას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.

აგრეთვე წიაკითხეთ:

თენგიზ ცერცვაძე: ყველა დაინახავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი არავის დაემართება

„Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა“ - პრემიერი

„ფაიზერის“ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს“ - ცერცვაძე