მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ვაქცინისთვის საჭირო სამაცივრე აღჭურვილობა მივიღოთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1606211703
COVID-19

„მოგეხსენებათ ვაქცინის გადატანა საკმაოდ რთული საკითხია. განსაკუთრებით Pfizer-სა და Moderna-ს ლოჯისტიკის გართულებული მექანიზმები აქვთ, რისთვისაც ჩვენ უკვე ვემზადებით. ისინი შენახვისთვის -70-ს ერთი და მეორე -20 გრადუსს საჭიროებენ. ამიტომ ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან, რომ ამ ტიპის სამაცივრე აღჭურვილობით იყოს მომზადებული ქვეყანა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის უკვე შეკვეთილი აქვს, რაც დაახლოებით 700 000 მოქალაქეა.

„ყველა ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, 3-4 კვირის გამოტოვებით, ამიტომ 20%-ის მოცვისთვის საჭიროა დაახლოებით 1,4 მლნ დოზა. „კოვაქს“ პლატფორმით, წინასწარი ანგარიშით, ეს ჯდება 17 მლნ დოლარამდე და უკვე გადარიცხული გვაქვს 4 მლნ.

თუმცა, ვაქცინების საერთაშორისო ალიანსის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, რომ თუ უფრო ადრეულ ეტაპზე იქნა ვაქცინა ხელმისაწვდომი, ჩვენთანაც უფრო ადრე იყოს ის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

👉 წარმატებული აღმოჩნდა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის კვლევაც, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ 94,5%-იანი ეფექტი აჩევენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გერმანიამ კორონავირუსზე ვაქცინაცია შესაძლოა დეკემბრიდან დაიწყოს

👉 უნგრეთი კორონავირუსის რუსულ ვაქცინას შეამოწმებს

👉 თბილისი 1 504, აჭარა 576 - ეპიდვითარება საქართველოში