მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძის განმარტებით, „სინოფარმით“ აცრა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეეძლება

ამირან გამყრელიძე
1619276377
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, „სინოფარმით“ აცრა 18 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს შეეძლება.

მისი თქმით, 500 აცრილი ადამიანიდან ერთის სიცოცხლე ნარჩუნდება.

„500 აცრილი ადამიანი ერთ სიცოცხლეს ინარჩუნებს. რამდენი 500 ადამიანი აიცრება, იმდენი თითო სიცოცხლე გადარჩება ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამაყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია 4 მაისიდან დაიწყება.

„4 მაისიდან უკვე დაიწყება Sinopharm-ზე ჩაწერა, ის ამუშავდება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის. სხვადასხვა კვლევებით, „სინოფარმს“ 86%-მდე აქვს ეფექტურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აცრილი ხარ ამ პროცენტის ალბათობით არ დაგემართება ინფექცია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ექსპერტები „სინოფარმის“ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოყენების საკითხს 26 აპრილს განიხილავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ დროზე მოვუხმობთ გონიერებას, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, თავიდან ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა“ - თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენ ახალა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში და ამიტომ ღვედი კარგად უნდა შევიკრათ“ - დიმიტრი ხუნდაძე

როგორია ვაქცინების დამზადების ტექნოლოგია - თენგიზ ცერცვაძის განმარტება