მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო წამლის, არამედ როგორიც არის ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი“ - იმნაძე

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
1616089264
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დღეს ახალციხეში კოვიდვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. 

„პირველ რიგში, მთავარია ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად. დღეს ყველასთვის ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად. სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ როგორიც არის ვთქვათ ფუტკრის ნაკბენი ან ბზიკის ნაკბენი.

რაც შეეხება ვაქცინებს, დღეს აქ წარმოდგენილთა უმრავლესობა არის ის ხალხი, რომლებსაც ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში აქვთ თავისი გარკვეული დიდი სიტყვა ნათქვამი, ამათი უმრავლესობა აცრილი იყო, ამიტომ მე ვერ მივხვდი, ვის აქვს დაბალი ნდობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს ახალციხეში კოვიდ 19-ზე აცრილ მედდას მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ეკატერინე ტიკარაძე ახალციხეში კოვიდვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფაქტზე განცხადებას აკეთებს

✔️ საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდება