მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთი კორონავირუსი
1600883061
COVID-19

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid 19-ზე ტესტი 197 მოქალაქეს აუღეს, მათგან 62 კი დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 91 ადამიანი მკურნალობს, საიდანაც 89 პაციენტი დადასტურებული შემთხვევაა, ხუთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 33 საშუალო სიმძიმისაა, 19 პაციენტი კი გაწერილია.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა დღეისათვის 1116-ს შეადგენს. აქედან 330 ადამიანი გამოჯანმრთელდა და რვა გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.